ანდრეა პირლოს გუნდი სულ უფრო და უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს მოედანზე, მაგრამ ერთ ფაქტორს შეუძლია იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში: კალენდარი – კიდევ ერთი ტესტი ბიანკონერებისათვის.
ბებერ ქალბატონს უახლოეს მომავალში არაერთი რთული მატჩის გამართვა მოუწევს და ეს სერია დასრულდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩით 18 თებერვალს.
30.01.2021 | 21:00 | იტალიის სერია ა | სამპდორია | სტუმრად |
02.02.2021 | 23:45 | იტალიის თასი | ინტერი | სტუმრად |
06.02.2021 | 21:00 | იტალიის სერია ა | რომა | სახლში |
09.02.2021 | 23:45 | იტალიის თასი | ინტერი | სახლში |
13.02.2021 | 21:00 | იტალიის სერია ა | ნაპოლი | სტუმრად |
18.02.2021 | 23:00 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | პორტუ | სტუმრად |
ექვსი მატჩიდან ტურინული კლუბი მხოლოდ ორს გამართავს ალიანც სთედიუმზე – რომასთან და ინტერთან. იუვენტუსი ამ გიჟურ სერიას იწყებს და ამთავრებს გასვლითი მატჩებით.
როგორ შეუძლია პირლოს როტაციის გამოყენება, რომ ყველა თამაშში დადებითი შედეგი მიიღოს?