მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ”

ანდრეა პირლო: “თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოცე ტურში „სამპდორიას“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე, ასევე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა.

„კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. „სამპდორიამ“ მნიშვნელოვანი მატჩები მოიგო და თავისი შემადგენლობაც გააძლიერა. რთული იქნება, ისევე როგორც რანიერის გუნდებთან ყველა თამაში, ეს არის მწვრთნელი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და კარგად არის მომზადებული. როდესაც ჩაკეტილი დაცვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მოთმინება გვმართებს, რომ მოვძებნოთ სივრცეები. შესაძლოა, ხვალ რანიერიმ ორი ძალიან ვიწრო ხაზით ითამაშოს, მაგრამ მათი გახსნა მოთმინებით უნდა ვცადოთ.

დღეს ყველა გუნდთან ერთად მუშაობდა, დიბალას გარდა, რომელსაც მუხლზე ტკივილი კვლავ აქვს და რომელიც გამოჯანმრთელებას ცდილობს. დე ლიხტი ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა და ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ხვალ ის ითამაშებს თუ კიელინი. ენერგია კარგად უნდა აღდიდგინოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი გველოდება. კიეზა კარგადაა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ფაჯიოლიმ იტალიის თასზე კარგად ითამაშა. გადავწყვიტეთ, რომ პირველ გუნდს შემოუერთდეს, რადგან პორტანოვა წავიდა. მასზე იანვრის დასაწყისიდან ვფიქრობდით. პირველი გუნდის ნაწილი იქნება და შეიძლება ზოგჯერ 23-წლამდე გუნდში სათამაშოდ გავუშვათ. მეორე გუნდის პროექტს „იუვე“ რამდენიმე წელია ახორციელებს და ხშირად ვესაუბრებით ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ძაულის, ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა.

მაკკენი ახალგაზრდაა და მომატება კიდევ შეუძლია. ჩვენ ის გერმანიაში სხვებზე ადრე შევამჩნიეთ და ამით კმაყოფილები ვართ. თავმდაბალია და იცის, რომ ტექნიკურ დონეზე მომატება შეუძლია. ის ჯერ კიდევ დასაწყისშია.

მორატა მშვიდადაა. მას ტრავმის გამო გაჩერება მოუწია, როდესაც კარგ ფორმაში იყო, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ხვალ ტოპკონდიციაში იქნება. ის ენთუზიაზმით ცხოვრობს, მშვიდად არის და იცის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ხვალ ის და რონალდუ ითამაშებენ. დიბალა? ის გუნდთან ერთად ესწრება მატჩებს და ეს ძალიან გვახარებს.

რონალდუმ რეგულაცია დაარღვია? მას ჰქონდა დასვენების დღე და პირად ცხოვრებაში ყველა აკეთებს იმას, რისის სჯერა. როდესაც მოთამაშეები არ არ იმყოფებიან, ჩემი კონტროლის ქვეშ არ არიან, ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან და ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს.

სატრანსფერო ბაზარი? თუ იქნება შესაძლებლობა, ვეცდებით გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ სეზონს იმ ძლიერი მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს. ხედირა? ის ჩვენთან ერთად სეზონის დასაწყისიდან ვარჯიშობს. სატრანსფერო ფანჯარა სულმალე იხურება და შემდეგ ვნახავთ რას გავაკეთებთ.

რთული და მჭიდრო კალენდარი? ამ წუთას იტალიის თასზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებმა ეს იციან, ამიტომ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 30 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …