ტურინის იუვენტუსმა, საუდის არაბეთში, ლაციოს წინააღმდე გასამართი კოკა-კოლას სუპერთასის მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
სკუდეტოს მფლობელებსა და კოპა იტალიას გამარჯვებულებს შორის მატჩი კვირას, თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება.
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადში შეიყვანა კაპიტანი ჯორჯო კიელინი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია მატჩში მონაწილეობის მიღება მუხლის ტრავმის გამო.
ჯორჯო მიმდინარე სეზონში იუვენტუსის თითქმის ყველა მატჩს დაესწრო. კაპიტანი ამჯერადაც შეძლებს გუნდთან ერთად ყოფნას. განაცხადში ასევე იმყოფებიან შესნი და ალექს სანდრო მიუხედავად იმისა, რომ მათაც ტრავმის პრობლემები აქვთ, მაგრამ მატჩისთვის შესაძლოა მზად იყვნენ.
იუვენტუსის განაცხადი ლაციოს წინააღმდეგ კი ესეთია:
მეკარეები: ვოიცეხ შესნი, კარლო პინსოლიო, ჯანლუიჯი ბუფონი.
მცველები: მატია დე შილიო, ჯორჯო კიელინი, მატეის დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ლეონარდო ბოუჩი, დანიელე რუგანი, მერიჰ დემირალი.
ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი, აარონ რემზი, ბლეზ მატუიდი, ემრე ჯანი, ადრიენ რაბიო, როდრიგო ბენტანკური.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა, დუგლას კოშტა, ხუან კუადრადო, მარკო პიაცა გონსალო იგუაინი, ფედერიკო ბერნარდესკი.