მთავარი / სიახლეები / იუვეს ახალი რეკორდი ოფიციალურ ქართულ ფან-კლუბთან ერთად
იუვენტუსის ახალი რეკორდი ოფიციალურ ქართულ ფან-კლუბთან ერთად

იუვეს ახალი რეკორდი ოფიციალურ ქართულ ფან-კლუბთან ერთად

მსოფლიოს მასშტაბით იუვენტუსის 569 ოფიციალური გულშემატკივართა კლუბია, რომლებიც 69 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს, მათ შორის საქართველოს.

მსოფლიოს მაშტაბით შავ-თეთრი ოჯახის მზარდი მაჩვენებელია. ოფიციალური გულშემატკივართა კლუბების ასოცირების კამპანია ნოემბერში დასრულდა, რამაც დაადასტურა ჩვენი ოჯახის ზრდა და გაფართოება საზღვრებს გარეთ.

გასაკვირიც არ არის, რომ ტურინის იუვენტუსს იტალიის მაშტაბით ყველაზე მეტი გულშემატკივართა კლუბი ჰყავს. რეგიონალური თვალსაზრისით სიცილია მტკიცედ დგას სათავეში 53 ოფიციალური გულშემატკივართა კლუბით, შემდეგ მოდის ლომბარდია 47-ით და პიემონტი 38-ით.

რეკორდი მიღწეულ იქნა იტალიის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებული ძლიერი ზრდის წყალობით. არაევროპულ ქვეყნებში დაემატა 34 ოფიციალური გულშემატკივართა კლუბი, და მათი რიცხვი 70-დან 104-მდე გაიზარდა.

რეგიონი, რომელიც აჩვენებს ყველაზე დიდ დინამიკას, უდავოდ არის აზია, სადაც ოფიციალური ფან-კლუბების რაოდენობა, Summer Tour 2019-ის წყალობით, თითქმის გაორმაგდა, რაც კიდევ უფრო ადასტურებს იუვენტუსის ბრენდის ზრდას მთელ მსოფლიოში. 2018-19 წლების სეზონში, აზიაში, 26 ოფიციალური ფან-კლუბი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 45-მდე გაიზარდა, ჩინეთი ყველაზე აქტიური გულშემატკივართა კლუბების რაოდენობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბების ოფიციალური რეგისტრაციის ვადა დასრულდა, ფან-კლუბებში წევრების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია 2020 წლის 29 თებერვლამდე.

ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი JOFC-ს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, და 500-მდე გულშემატკივარს აერთიანებს. ფან-კლუბში გაწევრიანების მსურველებმა მიჰყევით მბულს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …