დანიელე რუგანის მსურველთა სიას გენუის „სამპდორია“ შეემატა. Calciomercato-ს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს ლიგურიელები მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ეპატიჟებიან.
გარიგებაზე პრაქტიკულად თანახმაა „იუვენტუსიც“, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუგანი მაინცდამაინც მოხიბლული არაა კლაუდიო რანიერის გუნდში თამაშის პერსპექტივით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დანიელემ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, ერთი სერია A-ში და ორი ჩემპიონთა ლიგაზე.