ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებისთვის საშობაო არდადეგები დასრულდა და გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშეს.
საწვრთნელი პროცესი ძირითადად ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო, რომელშიც მთელი გუნდი მონაწილეობდა დუგლას კოშტას გამოკლებით.
ბრაზილიელმა ხელმძღვანელობასთან ნებართვის საფუძველზე ერთი დღით მეტი ითხოვა შვებულებისთვის და ტურინში ხვალ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2020 წლის პირველ მატჩს 6 იანვარს, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.