მთავარი / სიახლეები / იუვენტუსი იკარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, ინტერი 60-70 ითხოვს
იუვენტუსი იკარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, ინტერი 60-70 ითხოვს

იუვენტუსი იკარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, ინტერი 60-70 ითხოვს

იუვენტუსი ეცდება მაურო იკარდის გადმობირებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ტურინული კლუბი მზად არის 26 წლის არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ გადაიხადოს არაუმეტეს 40 მილიონი ევრო, თან კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის იმედიც აქვს.

თუმცა ნერაძურის ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება გაზარდოს თანხა და ბონუსების სახით 60-70 მილიონი ევროს სარგებელი მიიღოს.

ამავე დროს ინტერი არ მოითხოვს ტრანსფერში იუვეს რომელიმე ფეხბურთელის ჩართვას. ნერაძურის მიღებული კაპიტალით მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შეძენა სურს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იკარდიმ შვეიცარიაში ნერაძურის საწვრთნელი ბანაკი დატოვა და მილანში გაემგზავრა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *