მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ზაფხულში მიზნად კიეზა და ტონალი დაისახა

“იუვემ” ზაფხულში მიზნად კიეზა და ტონალი დაისახა

ტურინის „იუვენტუსი“ შემადგენლობას გაახალგაზრდევების გზას ადგას და ცოტა ხნის წინ დეიან კულუსევსკი დაიმატა კიდეც, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

შვედი დღეს „იუვეს“ წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 2 და 16 თებერვალს ტურინს მეტოქის რანგში ფედერიკო კიეზა და სანდრო ტონალი ეწვევიან. ზაფხულში ისინიც მთავარი სამიზნეები არიან.

„იუვენტუსი“ „ბრეშას“ პრეზიდენტ მასიმო ჩელინოს უკვე დაუკავშირდა კიდეც, მაგრამ ის მოცდას აპირებს, რადგან ევროპის ჩემპიონატს ელოდება, სადაც ტონალი იტალიის ნაკრებში ითამაშებს. ამ გზით იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის ფასს გაზრდის.

კიდევ ერთი სამიზნე ფედერიკო კიეზაა. „ფიორენტინას“ ფეხბურთელს უკვე კარგა ხანია „იუვეს“ უკავშირებენ და ეს სიახლე არაა. სავარაუდოდ, კიეზა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენციის დატოვებას გადაწყვეტს და „იუვენტუსი“ ფავორიტი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …