ფედერიკო ბერნარდესკის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩდა. Calciomercato-ს ცნობით, „რომა“ ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელს გამალებით ეძებს, რომელიც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მატეო პოლიტანოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ კი, რომაელები ბერნარდესკის გადაბირებაზე ოცნებობენ. ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქში წინადადებას ამზადებენ, რომელსაც „იუვეს“ წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. ბოლო დღეებში ფედერიკოს „ბარსელონას“ და ივან რაკიტიჩთან ბარტერშიც აკავშირებენ.