ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის, მაგრამ „ნაპოლისთან“ და „ვერონასთან“ მოკლე პერიოდში განცდილმა ორმა მარცხმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, რომელიც იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ გამწვავდა.
ამის გამო გასახდელში სიტუაციას დასარეგულირებლად კლუბის „სენატორების“ საქმეში ჩართვაც გახდა საჭირო და კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ბოსებმა კლუბის ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ სეზონის ბოლომდე მოუმატონ, რადგან მათი თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი არიან.
დუგლას კოშტა, მირალემ პიანიჩი, გონსალო იგუაინი, ალექს სანდრო, ფედერიკო ბერნარდესკი და ბლეზ მატუიდი, ის ექვსი მოთამაშეა, რომელთაც გუნდმა დრო ზაფხულამდე სიტუაციის შესაცვლელად მისცა. სწორედ სეზონის დარჩენილი ნაწილი გადაწყვეტს მათ ბედს და არაა გამორიცხული ზაფხულში „იუვე“ ყველას თუ არა, უმეტეს მათგანს შეელიოს.