“ბრეშას” პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სანდრო ტონალის “ინტერში” ან “იუვენტუსში” გადასვლა უნდოდა.
Sky Sport-ი კი, ამჯერად იტყობინება, რომ ფეხბურთელმა არჩევანი გააკეთა. 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველს “ინტერში” გადასვლა სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
ახლა მთავარი და მეორე ეტაპია, კლუბებს შორის სატრანსფერო ფასზე მორიგება. მიუხედავად ტონალის არჩევანისა, “იუვენტუსი” არ აპირებს ბრძოლიდან გამოთიშვას და იტალიელი ტალანტის ხელში ჩაგდებას მაინც ეცდება.
შეგახსენებთ, რომ ტონალი “ბრეშას” აკადემიის აღზრდილია და 2019 წელს იტალიის ნაკრებში სამი თამაში ჩაატარა.