მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „იუვენტუსთან“ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ხორვატმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა მათ ტურინელთა ერთადერთი სუსტი წერტილის შესახებ უამბო და ის კარგად შეისწავლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„იუვენტუსი“ იმ სეზონში ევროპაში ძალიან სანახაობრივი გუნდი იყო. ფინალამდე მხოლოდ ორი გაუშვეს და 21 გაიტანეს, პრაქტიკულად თამაშში 2 გოლი. ამიტომ, ფავორიტი იყო. იტალიაში მისი დომინირებაც უნიკალური გახლდათ. კარდიფში ზედიზედ 6 საჩემპიონო ტიტულის შემდეგ ჩავიდა. 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ „ბარსელონასთან“ წააგო.
„რეალს“ კი ესპანეთის ჩემპიონატი და ევროპული ტიტული ერთად ბოლოს 1958 წელს ჰქონდა მოგებული. შესაბამისად გვქონდა შანსი დი სტეფანოს ფანტასტიკური თაობის გვერდით დავმდგარიყავით. ამიტომ, ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, 59 წლის შემდეგ შეგვეძლო შედეგის გამეორება და არამხოლოდ ეს. „იუვენტუსთან“ გამარჯვებით „რეალი“ ტიტულის დაცვას მოახერხებდა პირველად ჩემპიონთა ლიგაზე. მოკლედ ძალიან მოტივირებული ვიყავით.
„იუვენტუსმა“ თამაში კარგად დაიწყო, ნავასს რამდენიმე სახიფათო დარტყმის აღება მოუწია. 21-ე წუთზე რონალდუმ კარვახალის პასით ანგარიში გახსნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მა მატჩის ერთი ასპექტი, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ზიდანის, როგორც მწვრთნელის დიდ თვისებაზე. ფინალის სამზადისში მან აღნიშნა, რომ „იუვე“ დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, ამიტომ მისი გარღვევა რთული იყო. თუმცა, ჰქონდა სუსტი წერტილიც, კონტრშეტევის დროს პრობლემებს განიცდიდა. ამ თვალსაზრისით დაცვა უჭირდა და პირველი გოლიც ამის დასტური იყო. მაგრამ 7 წუთში მანჯუკიჩმა ანგარიში გაათაბავრა, მაკრატელა დარტყმით, თუმცა იმედგაცრუებას არ მივეცით. ვაგრძელებდით მეტოქეზე შთაბეჭდილებას მოხდენას, რომ მასზე ძლიერები ვიყავით და გავიმარჯვებდით“, – წერს მოდრიჩი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვე“ „რეალთან“ 1:4 დამარცხდა.