პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერის ჩაშლის შემდეგ „იუვენტუსი“ B გეგმაზე გადავიდა. როგორც ჩანს, ტურინელებს ბელგიელი თავდამსხმელი ძალიან მოსწონთ და მის დაკარგვას არ აპირებენ.
Repubblica-ს ცნობით, „იუვენტუსი“ „მანჩესტერიდან“ ლუკაკუს დამატებას ამჯერად თანხის სანაცვლოდ ეცდება. ინგლისელები კი რომელუს 80 მილიონ ევროდ აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ კონკურენციას მილანის „ინტერი“ უწევს, რომელიც უკვე კარგა ხანია დაინტერესებულია „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელით. თავად ლუკაკუს კი „მანჩესტერის“ დატოვება უნდა და მზადაა მიიღოს, როგორც „იუვეს“, ისე „ინტერის“ წინადადება.