მთავარი / სიახლეები / “იუვე” იტალიის თასის ნახევარფინალშია

“იუვე” იტალიის თასის ნახევარფინალშია

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალშია. მაურიციო სარის გუნდი მეოთხედფინალში „რომას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს „იუვეს“ მიერ ჩატარებული პირველი ტაიმი, რომელიც შესანიშნავი იყოდა ტურინელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მოედანი უგოლოდ ისევ არ დაუტოვებია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 26-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა და პაუ ლოპესს შორეულ კუთხეში გაუტანა. დაახლოებით 10 წუთში დუგლას კოშტას პასით როდრიგო ბენტანკურმა გაიტანა და ანგარიშის სხვაობა გაზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, საგოლე პასი კოშტამ კიდევ ერთხელ შეასრულა და ამჯერად თავი ლეონარდო ბონუჩიმ გამოიჩინა 3:0.

მეორე ნახევარი ასეთი წარმატებული არ გამოდგა. გუნდებმა დასაწყისშივე საგოლე მომენტები გაცვალეს. ჯერ ნიკოლა კალინიჩმა, მერე გონსალო იგუაინმა ძელები შეაზანზარეს. „რომამ“ ერთი გოლის გაქვითვა მალევე შეძლო. ჯენგიზ იუნდერის შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა, შემდგომ ჯიჯი ბუფონს შეეხო და კარში აღმოჩნდა. ბუფონს ავტოგოლი ჩაეთვალა, მაგრამ მისი დანაშაული გოლში ცოტა იყო. არ გასულა დიდი ხანი და ბუფონმა ალესანდრო ფლორენცის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა გუნდი, ხოლო დანიელე რუგანიმ 72-ე წუთზე დასწრებაზე ითამაშა ფანტასტიკურად და აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები. საპასუხოდ, გონსალო იგუაინი იყო გოლთან ძალიან ახლოს, მეკარემ ახლო მანძილიდან აჯობა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი ბუფონმა კიდევ ერთხელ შეძლო შესანიშნავი სეივის შესრულება და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

საბოლოოდ, მაურიციო სარის გუნდმა მაინც მშვიდად მოახერხა გამარჯვება და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „მილანი“ – „ტორინოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 3:1 (3:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი; დანილო (კუადრადო 41), რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 76); დუგლას კოშტა (რემზი 67), იგუაინი, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„რომა“ (4-2-3-1): პაუ ლოპესი; ფლორენცი (ფლორენცი 68), მანჩინი, სმოლინგი, კოლაროვი; კრისტანტე, დიავარა (ბრუნო პერესი 76); იუნდერი, პელეგრინი, კლუივერტი (სანტონი 46); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 რონალდუ (26), 2:0 ბენტანკური (38), 3:0 ბონუჩი (45), 3:1 ბუფონი (50 ა.გ)

გაფრთხილება: იგუაინი (64) – კრისტანტე (31)

მსაჯი: ჯანლუკა როკი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …