მთავარი / სიახლეები / “იუვე” ბენტანკურს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“იუვე” ბენტანკურს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ და როდრიგო ბენტანკური ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ურუგვაელი სულ მალე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ბენტანკური „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2024 წლამდე გააგრძელებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ტურინში 2017 წლის ზაფხულში „ბოკა ხუნიორსიდან“ აღმოჩნდა და დღემდე 67 თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …