ტურინის „იუვენტუსმა“ „ატლეტიკო“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – სხვა თამაშში თამაშობდა. ადვილი არაა შეინარჩუნო კონცენტრაცია და არ შეცდე, როდესაც მთელი თამაში მოედნის სხვა ნაწილში მიმდინარეობს.
ემრე ჯანი 7.5 – მოედნის ცენტრში დაიწყო და მესამე ცენტრალურად მცველად იქცა. საუკეთესო თამაში ჰქონდა, მეტს ველით მომდევნო სეზონში, როდესაც კონდიციებს გაიუმჯობესებს.
ბონუჩი 7 – თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა მთელი თამაში. სამ მცველიან ტაქტიკაში პასების დარიგებაც დაიწყო. პირველი ტაიმის ბოლოს მორატა გაექცა, მაგრამ ყოფილმა თანაგუნდელმა საჩუქარი ვერ შეირგო.
კიელინი 8 – პირველ ტაიმში დიდებული იყო. მერე, კინი ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელსაც შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო.
კანსელუ 7 – პირველი ტაიმი კარგი ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა, მეორე ნახევარსი დასაწყისში იდეალური გადაცემით რონალდუს გაატანინა და ყველაფერი დალაგდა. ამის შემდეგ შეუჩერებელი იყო.
ბერნარდესკი 8 – ფურცელზე მარჯვენა შემტევი იყო, მაგრამ მოედნის ყველა ნაწილში მოქმედებდა. რონალდუმ მისი პასით გახსნა ანგარიში, მესამე გოლზე კი პენალტი გამოიმუშავა. ფედერიკოს შესანიშნავი სეზონი აქვს.
პიანიჩი 6.5 – პასუხისმგებელი იყო „იუვეს“ თამაშის აწყობაში. ზოგჯერ ცდებოდა და სახიფათო სიტუაციებს ქმნიდა.
მატუიდი 7 – ძვირფასი. პიანიჩის ყველა შეცდომა გამოასწორა.
სპინაცოლა 7.5 – ეს იყო ის, რაც ალეგრის სურდა. სპინაცოლამ პირველ წუთებში ბევრი ხიფათი შექმნა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
დიბალა 6 – სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, რამდენჯერმე ეფექტურად ითამაშა და გუნდს ძალიან დაეხმარა.
მანჯუკიჩი 6 – ხიმენესს და გოდინს შორის ნაკლებად ვხედავდით. თუმცა, რონალდუს გოლების დროს ბინძურ სამუშაოს ასრულებდა.
კინი 6.5 – მზად იყო შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გოლი გაეტანა.
რონალდუ 9 – როგორც ყოველთვის. კრიშტიანუს საღამო ჩემპიონთა ლიგაზე. საღამო აბსოლუტური ჩემპონის.