ტურინის „იუვენტუსის“ „ატლეტიკოსთან“ ბრწყინვალე გამარჯვებას სოციალურ ქსელში ყოფილი ფეხბურთელები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
„იუვეს“ გამარჯვება ჯანლუიჯი ბუფონმა, ედგარ დავიდსმა, მეჰდი ბენატიამ, კლაუდიო მარკიზიომ და სხვებმა მიულოცეს.
მეჰდი ბენატია: „ყოჩაღ „იუვე“. ამ გუნდით შეუძლებელი არაფერია. კომპლომენტი ბიჭებო, დაუვიწყარი კრიშტიანუ, შენ ფენომენო ხარ ძმაო“.
ჯანლუიჯი ბუფონი: „კომპლიმენტები ყველას გულისამაჩუყებელი ქამ-ბექისთვის. დიდი მისტერ ალეგრი“.
ალესანდრო მატრი: „გამანადგურებელი „იუვენტუსი“!
მომო სისოკო: „კიდევ ერთი დიდებული შედეგი! დიდებული გუნდი! „იუვე“ ყოველთვის!“
კლაუდიო მარკიზიო: „ფედერიკო ბერნარდესკი საუკეთესო იყო მოედანზე, რადგან მნიშვნელოვან მომენტებში გადამწყვეტი როლი ჰქონდა. საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი. კრიშტიანუ კი, კრიშტიანუა, სამი ბურთი, სამი გოლი. FinoallaFine“.
ედგარ დავიდსი: „ასეთ თამაშში ჰეთ-თრიქი? მაგრამ გუნდის წარმოდგენა, ასეთი აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი…“
ლუკა მარონე: „სუპერ „იუვენტუსი“.
ალესანდრო დელ პიერო: „დიდებული „იუვე!!!“