მთავარი / სიახლეები / იგუაინი ტურინში ბრუნდება, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს

იგუაინი ტურინში ბრუნდება, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი სახლში ორი თვის გატარების შემდეგ იტალიაში ბრუნდება.

როგორც ცნობილი გახდა, „პიპიტა“ ორშაბათს ტურინში ჩაფრინდება და სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდება.

ამავრდოულად, იტალიური მედია გვამცნობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იგუაინი „იუვენტუსს“ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდეა, ფაბიო პარატიჩიმ და გონსალოს მამამაც განაცხადეს, რომ არგენტინელი ტურინში ხელშეკრულების ბოლომდე დარჩება, ეს ყველაფერს ნათელს არ ფენს.

იტალიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, მშობლიურ „რივერ პლეიტში“ დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …