ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „უდინეზესთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი ფორვარდის განცხადებით, გუნდმა პირველ ტაიმში უნაკლოდ ითამაშა.
„ბოლო თამაშების შემდეგ პასუხი საჭირო იყო და ეს გავაკეთეთ, როგორც მიდგომის, ისე მენტალური თვალსაზრისით. პირველ ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ, ვისიამოვნეთ და ვიყავით ისეთები, როგორიც მწვრთნელს სურს. მეორე ტაიმში გაგვეპარა კონტრშეტევები, მაგრამ ეს ნორმალურია. დიდი ინტენსივობის გათვალისწინებით ცოტა დაღლილები ვიყავით.
შემტევი ტრიო? ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის იმისთვის, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს“, – თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 39 ქულა დააგროვა და მომდევნო მატჩს ოთხშაბათს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.