მთავარი / სიახლეები / გრაციანი: “ეს “იუვენტუსი” სკუდეტოს იანვარში გაიფორმებს”
გრაციანი: "ეს "იუვენტუსი" სკუდეტოს იანვარში გაიფორმებს"

გრაციანი: “ეს “იუვენტუსი” სკუდეტოს იანვარში გაიფორმებს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ჩიჩო გრაციანიმ „იუვენტუსის“ შესახებ, პოლ პოგბასა და ჟოაუ კანსელუს შესახებ ისაუბრა.

გრაციანის განცხადებით, ტურინელებმა პოგბას სანაცვლოდ დუგლას კოშტა და ბლეზ მატუიდი არ უნდა დათმონ.

„კანსელუ შეტევაში მართლაც კარგია, მაგრამ დაცვით ფაზაში მოიკოჭლებს. თუ მის სანაცვლოდ კარგი წინადადება იქნება, განხილვა შეიძლება. დუგლას კოშტა და მატუიდი პოგბასთვის? ამ ოპერაციას კარგად არ ვუყურებ. მატუიდი კარგი ბიჭია, რომელსაც ტაქტიკა ძალიან კარგად ესმის. ისევე, როგორც დუგლას კოშტა, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. თუ პოგბა დაბრუნდება შესანიშნავი ტრანსფერი იქნება, მაგრამ ამ ორი ფეხბურთელის ფასად. პირადად მე კანსელუს და ფულს პოგბას სანაცვლოდ დავთმობდი.

„ნაპოლის“ გაძლიერება სჭირდება, ხამესი და იკარდი კი მართლაც შესანიშნავი ტრანსფერები იქნება, მაგრამ ამ „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტოსთვის ბრძოლა იანვარში დახურული იქნება“, – თქვა გრაციანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *