ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „სპალი“ კრიშტიანუ რონალდუსა და აარონ რემზის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ თამაშის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
32 – ფერარა „სილვიო პიოლა“ 32-ე სტადიონია, სადაც „იუვენტუსმა“ სერია A-ს ბოლო 9 სეზონში გამარჯვება მოიპოვა (2011-2012 წლების სეზონიდან).
11 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას (1994-1995) და ფაბიო კუალიარელას (2018-2019) რეკორდი გაიმეორა. კრიშტიანუსთვის ეს იტალიის ჩემპიონატში 42-ე გოლი იყო და მანუელ რუი კოშტასთან ერთად პორტუგალიელ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
2 – ხუან კუადრადომ ბოლო ორ თამაშში ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო უშუალო მონაწილეობა (გოლი და საგოლე პასი). ბოლოს კი, ზედიზედ ორ თამაშში იგივე მაჩვენებელი 2018 წლის აპრილში ჰქონდა ნაჩვენები („ბენევენტოსთან“ და „მილანთან“). ხუანი მირალემ პიანიჩთან და როდრიგო პალასიოსთან ერთად მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ცხრა სეზონში სერია A-ში მინიმუმ ორი საგოლე პასი შეასრულა.
21 – კრიშტიანუმ რონალდუს მიმდინარე სეზონში (სერია A-ში) 21 გოლი აქვს გატანილი და შარშან სეზონი ანალოგიური მაჩვენებლით დაასრულა. „იუვეს“ ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც 25 ტურში უფრო მეტი ჰქონდა გატანილი, ჯონ ჩარლზი იყო (22 გოლი 1957-1958 წლების სეზონში).
182 – ჯორჯო კიელინიმ 182-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.
13 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში 13 თამაში მოიგო ერთი ბურთის სხვაობით და ტოპ ჩემპიონატებში ამ კუთხით ლიდერია.