მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ინტერი” შესაძლოა უმაყურებლოდ ან ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართოს

“იუვე” – “ინტერი” შესაძლოა უმაყურებლოდ ან ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართოს

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის მთავარი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის შესაძლოა უმაყურებლოდ ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

იტალიის ჩრდილოეთით კარანტინი გამოცხადდა კორონავირუსის გამო და ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის 1 მარტს გასამართ სეზონის უმთავრეს თამაშს.

არაა გამორიცხული მატჩი ტურინში მაყურებლების გარეშე ჩატარდეს, თუმცა განიხილება ნეიტრალურ სტადიონზე, ისეთ ზონაში გამართვა, რომელიც ხიფათს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე მატჩის საერთოდ გადადებაც არაა გამორიცხული.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ოთხი კი გარდაიცვალა. შემთხვევები გამოვლინდა მილანსა და ტურინშიც, სახიფათო ზონებად ვენეტოს, პიემონტის და ლომბარდიის რეგიონებია დასახელებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …