ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში „უდინეზე“ 4:0 გაანდგურა. წარმოგიდგენთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკასა და ფაქტებს.
13 – 2007-2008 წლების სეზონიდან მოყოლებული „იუვენტუსმა“ იტალიის თასის 1/16 ფინალური ბარიერი ყოველთვის დაძლია. მეოთხედფინალში 13-ჯერ უფრო მეტო მონაწილეობა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ გუნდს.
24 – „იუვენტუსმა“ ბოლო 24 მატჩში გოლის გატანა მოახერხა. 49 საბოლოო ჯამში და გამოდის, რომ საშუალოდ თამაშში ორ გოლზე ცოტა მეტს იტანს.
1 – პაულო დიბალა სერია A-ში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონში ოთხ ტურნირზე გაიტანა გოლი: სერია A, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი. La Joya-ს „უდინეზესთან“ ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და ამაზე მეტი მხოლოდ „ლაციოს“ კარში აქვს გატანილი (11). პაულომ მიმდინარე სეზონში უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი (11), ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად (10).
3 – პაულო დიბალამ და გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში გოლების გატანა მესამედ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ორივემ ერთად ძირითადში თამაში მხოლოდ შვიდჯერ დაიწყეს.
9 – იგუაინმა იტალიის თასზე მეცხრე გოლი გაიტანა და აქედან ექვსჯერ თავი „იუვენტუსის“ მაისურით გამოიჩინა.
3 – დუგლას კოშტამ იტალიის თასზე მესამე გოლი გაიტანა. „იუვეს“ რიგებში კი, პირველად გაიტანა პენალტი. დუგლასს „ალიანც სთედიუმზე“ გუშინდლამდე გოლი 2019 წლის 21 იანვრის შემდეგ („კიევოსთან“) არ ჰქონდა გატანილი.