ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩმა დააფიქსირა.
1 – „იუვენტუსი“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც უეფას ტურნირების ეგიდით „ბარსელონას“ კარში სტუმრად 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 2013 წლის მაისის შემდეგ ასევე პირველი გუნდია, რომელთანაც „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე შინ დამარცხდა.
4 – „იუვენტუსმა“ ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი.
14 – კრიშტიანუ რონალდუს სტუმრის რანგში ყველაზე მეტი გოლი „კამპ ნოუზე“ აქვს გატანილი (14). ჯამში მას ახლა „ბარსელონასთან“ 20 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი კატალონური გრანდი პირველად დაამწუხრა. მესამედ შეასრულა დუბლი „ბარსას“ წინააღმდეგ. მანამდე ეს ლა ლიგაში 2012 წლის ოქტომბერში და 2013 წლის თებერვალში ესპანეთის თასზე მოახერხა.
1 – „ბარსელონამ“ თავის ისტორიაში პირველად გაუშვა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში 2 გოლი საწყის 20 წუთში.
4 – ვესტონ მაკკენი რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა უცხოელია (22 წლის და 102 დღის), ვინც „იუვეს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდა გოლები ავტორები არაიტალიელებში „იუვეს“ ლიგაზე მხოლოდ პოლ პოგბა, მარკო პიაცა და პაულო დიბალა ჰყოლია.
1 – 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბარსელონამ“ ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავა.
0 – ლიონელ მესიმ კარის ჩარჩოში 7-ჯერ დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა. 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ამდენჯერ უშედეგოდ კარში არავის დაურტყამს.
17 – ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-17 სეზონში ითამაშა. მხოლოდ სამ ფეხბურთელს უთამაშია უფრო მეტი სეზონი ლიგაზე (20 კასილიასი, 19 გიგზი და 18 კრიშტიანუ რონალდუ). ამავდროულად, მარკო ბალოტას შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მეორე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.