ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის ალვარო მორატას დისკვალიფიკაციო გაუქმდა. ესპანელ ფეხბურთელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, საიდანაც ერთი თამაში უკვე მოიხადა „ტორინოსთან“, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ტურინელთა აპელაცია დააკმაყოფილა და „ჯენოასთან თამაშს ესპანელი შეძლებს.
ეს უდაოდ კარგი ამბავია ანდრეა პირლოსთვის, რადგან მორატა კარგ ფორმაშია და მასთან ერთად გუნდი გაცილებით გააზრებულად თამაშობს შეტევაში.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება.