დღეს იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსი“ და რომის „ლაციო“ შეხვდებიან. წარმოგიდგენთ ფაქტებს და სტატისტიკას მატჩის წინ.
32 – ეს იქნება იტალიის სუპერთასის 32-ე მატჩი. აქამდე სკუდეტოს მფლობელებმა შეხვედრების 71% მოიგეს (31-დან 22).
2 – იტალიის სუპერთასზე ბოლო 5 მატჩიდან 3 იტალიის თასის მფლობელებმა მოიგეს. მათ შორის, ორი პენალტებით „ნაპოლიმ“ 2014 წელს და „მილანი“ 2016 წელს.
15 – „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე მე-15-ედ ითამაშებს. „ლაციო“ კი მერვედ. „იუვეს“ შედეგი სარეკორდია, რომაელები კი მეოთხე ადგილზე არიან.
5 – „იუვენტუსი“ და „ლაციო“ იტალიის სუპერთაზე მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. ამაზე მეტჯერ არცერთი გუნდის დაპირისპირება არ გამართულა სუპერთასზე.
4 – წინა ოთხი მატჩიდან ბალანსი თანაბარია: 2 მოგება „იუვეს“, 2 „ლაციოს“. ჯამში კი გუნდებმა ხსენებულ შეხვედრებში 14 გოლი გაიტანეს (საშუალოდ 3.5 გოლი მატჩში).
1 – „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე ჩატარებული წინა 14 მატჩიდან ერთადერთხელ ვერ შეძლო გოლის გატანა (2005 წელს, „ინტერთან“ 0:1). თავის მხრივ, „ლაციოს“ 7 მატჩიდან სამში გოლი არ გაუტანია.
3 – „ლაციომ“ „იუვენტუსთან“ ბოლო 6 მატჩიდან სამი მოიგო (სამი წააგო). ეს იგივე შედეგია, ვიდრე მანამდე 35 მატჩში ჰქონდა (24 მოგება „იუვეს“, 8 ფრე).
3 – პაულო დიბალას იტალიის სუპერთასზე სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე „ლაციოს“ კარში. არგენტინელს დღეს შეუძლია ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, რადგან ასევე სამ-სამი გოლი აქვთ გატანილი დელ პიეროს, ეტო’ოს, შევჩენკოსა და ტევესს.
10 – თუ ჯანლუიჯი ბუფონი ითამაშებს, გახდება იტალიის სუპერთასზე ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენი. ამჟამად ჯიჯის სუპერთასზე ცხრაჯერ უთამაშია და რეკორდს დეიან სტანკოვიჩთან ერთად იყოს. ორივეს იტალიის სუპერთასი ექვს-ექვსჯერ აქვთ მოგებული.
2 – ჩირო იმმობილეს იტალიის სუპერთასზე ორი გოლი აქვს გატანილი (დუბლი „იუვენტუსთან“ 2017 წელს). „ლაციოს“ არცერთ ფეხბურთელს ამ ტურნირზე მეტი გოლი არ გაუტანია. იგივე შედეგი აქვს კლაუდიო ლოპესს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი