მთავარი / სიახლეები / ჯოვინკო: რონალდუ, დიბალა და იგუაინი ყოველთვის ერთად უნდა თამაშობდნენ
ჯოვინკო: რონალდუ, დიბალა და იგუაინი ყოველთვის ერთად უნდა თამაშობდნენ

ჯოვინკო: რონალდუ, დიბალა და იგუაინი ყოველთვის ერთად უნდა თამაშობდნენ

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა, სებასტიან ჯოვინკომ, ბებერი ქალბატონის შემტევი ტრიოს შესახებ გააკეთა კომენტარი.

ატომურ ჭიანჭველას მიაჩნია, რომ ბებერმა ქალბატონმა ყოველი მატჩი უნდა  დაიწყოს პაულო დიბალას, გონსალო იგუაინისა და კრიშტიანო რონალდუს ტრიოთი.

“ისინი ყოველთვის ერთად უნდა თამაშბდნენ, რადგან მე მიყვარს ფეხბურთი. დაე სხვა გუნდებმა იფიქრონ მათზე.” – განაცხადა ჯოვინკომ.

ჯოვინკომ ასევე კომენტარი გააკეთა, სერია ა-ში იუვენტუსისა და ინტერის პაექრობის შესახებ. ის თვლის, რომ ნერაძური სეზონის ბოლომდე გააღიზიანებს ბებერ ქალბატონს.

“ინტერი ბოლომდე გააღიზიანებს იუვეს, ისინი ამას აკეთებენ სეზონის დასაწყისიდან. სტეფანო სენსიმ ნამდვილად გამაოცა. ვიცოდი რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რაც ინტერში გადავიდა უფრო მაღალ დონეზე დაწყო თამაში.” – ამბობს სებასტიან ჯოვინკო

ჟურნალისტებმა სებასტიანს ყატარში გადასვლასა და იტალიის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზეც დაუსვეს კითხვა.

“ვფიქრობ ახლა ნაკრებში დაბრუნება შეუძლებელია. ერ-რიჰადი განსხვავდება ტორონტოსგან, ჩემს ოჯახს თავიდან გაუჭირდა როდესაც ყატარში მათ გარეშე გადავედი საცხოვრებლად. ვფიქრობ, მარტო გასვლა და სიარული შემიძლია. არასდროს მიგრძვნია საფრთხე.” – განაცხადა სებასტიან ჯოვინკომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …