ლუის სუარესი „იუვენტუსს“ მიუახლოვდა. ესპანური მედია იტყობინება, რომ რონალდ კუმანს მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილი აქვს და ლუისი არტურო ვიდალთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობს.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ სუარესი მომდევნო კვირაში იტალიური ენის B1 (მესამე დონე) გამოცდას ჩააბარებს, რაც საშუალებას მისცემს იტალიის პასპორტი მიიღოს. სწორედ პასპორტია ახლა ყველაზე დიდი დაბრკოლება, რადგან სუარესი არაევროკავშირელია.
ურუგვაელს წარმოშობით იტალიელი მეუღლე ჰყავს, რომლის მშობლები თავის დროზე ემიგრაციაში მონტევიდეოში წავიდნენ. ესეც პასპორტის აღებაში დაეხმარება.
ყველაფერი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაირკვევა, თუმცა, ტურინელებს სათადარიგო ვარიანტებიც აქვთ – ედინ ჯეკო და ედინსონ კავანი.