მთავარი / სიახლეები / საფეხბურთო აგენტმა დაასახელა ფორვარდი, რომელსაც “იუვე” დაიმატებს

საფეხბურთო აგენტმა დაასახელა ფორვარდი, რომელსაც “იუვე” დაიმატებს

საფეხბურთო აგენტი ჯოვანი ბრანჩინი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ფორვარდის პოზიციაზე არც ლუის სუარესს, არც ედინსონ კავანისა და არც ედინ ჯეკოს არ დაიმატებს. არამედ, ალვარო მორატას, რომელსაც „იუვეში“ თამაშის გამოცდილება აქვს.

„ვის დაიმატებს „იუვენტუსი“ თავდასხმაში? ჯერ არ გიხსენებიათ, ის არ არის კინი, არც სუარესი, არც ჯეკო და არც კავანი. კინი საერთოდ ცალკე საკითხია, თუნდაც ციფრებით. ვფიქრობ, რომ „იუვე“ მორატას დაბრუნებაზე ფოკუსირდება“, – თქვა ბრანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ესპანელმა მაშინ ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 თამაშში გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …