ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა მიიჩნევს, რომ „იუვესთვის“ კრიშტიანუ რონალდუ დამატებითი ღირებულებაა, თუმცა „ინტერის“ დავიწყება არ შეიძლება.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონის თქმით, „ნერაძურის“ ჯუზეპე მაროტა ჰყავს, რომელიც გუნდისთვის დიდი პლიუსია:
„იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის ყურადღებითაა. კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მარკეტინგული გათვლა არ ყოფილა, არამედ გოლებისა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგისთვის იყიდეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს „ინტერი“, რომელმაც მნიშვნელოვანი სვლა გააკეთა, მაროტა დაიმატა, რომელსაც შეუძლია მოედანს მიღმა ბევრი რამის გაკეთება“, – განაცხადა ძამბროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ 1999-2006 წლებში თამაშობდა და შავ-თეთრი მაისური 297 მატჩში მოირგო.