მილანის “ინტერმა” ბერგამოს “ატალანტას” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლაუტარო მარტინესმა რაფაელ ტოლოი საჯარიმოში არასაფეხბურთო ილეთით წააქცია. თუმცა, მსაჯ ჯანლუკა როკის და VAR-ს ეპიზოდისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
ჯამპიერო გასპერინიმ განაცხადა,რომ ეს იყო უმძიმეს შეცდომა, რომელიც მსაჯების გარდა ყველამ თვალნათლივ შენიშნა. Gazzetta Dello Sport-ი კი, წერს, რომ პენალტი აშკარა იყო, ისევე როგორც მარტინესის წითელი ბარათი.