ტურინის „იუვენტუსს“ დუგლას კოშტა მოკლე წერილით დაემშვიდობა, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა.
„სასიამოვნო იყო ამ მაისურის ტარება!!! და, მხოლოდ მათ იციან რაზე ვსაუბრობ, ვისაც ეს მაისური ჩაუცვამს. წარმატებები ამ სეზონში, გეხვევით. თქვენი Flash”, – დაწერა დუგლასმა.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 103 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.