ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ტურინის „იუვენტუსის“ 23-კაციანი განაცხადი ოფიციალურად დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადს მიღმა დარჩა სამი ხედირა, რომელიც პირლოს გეგმებში არ ჯდება და თავად გერმანელმაც გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი თქვა.
„იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ასეთია:
მეკარეები: 1. ვოიცეხ შჩესნი, 31. კარლო პინსოლიო, 77. ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: 3. ჯორჯო კიელინი, 4. მატიას დე ლიხტი, 12. ალექს სანდრო, 13. დანილო, 19. ლეონარდო ბონუჩი, 28. მერიჰ დემირალი, 38. ჯანლუკა ფრაბოტა
ნახევარმცველები: 5. არტური, 8. აარონ რემზი, 14. ვესტონ მაკკენი, 16. ხუან კუადრადო, 22. ფედერიკო კიეზა, 25. ადრიენ რაბიო, 30. როდრიგო ბენტანკური, 39. მანოლო პორტანოვა, 44. დეიან კულუსევსკი
თავდამსხმელები: 7. კრიშტიანუ რონალდუ, 9. ალვარო მორატა, 10. პაულო დიბალა, 33. ფედერიკო ბერნარდესკი
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონას“, კიევის „დინამოსა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება. ტურინელები პირველ შეხვედრას 20 ოქტომბერს, კიევში ჩაატარებენ.
📝 I 23 bianconeri per la fase a gironi della @ChampionsLeague ⚪⚫#JuveUCL #ForzaJuve
— JuventusFC (@juventusfc) October 6, 2020