მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “იუვეში” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

დუგლას კოშტა: “იუვეში” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

დუგლას კოშტა „იუვენტუსში“ ბედნიერია და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ბრაზილიელის განცხადებით, ტურინში სწორედ ამიტომ გადავიდა და „იუვეს“ აღნიშნული თასის მოგება შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ ამ მომენტში „იუვენტუსის“ დატოვება ძალიან გამიჭირდებოდა. აქ ოჯახში ვარ, თავისუფლად. ძალიან კარგად ვცხოვრობ. თავიდან რთული იყო, იტალიური ფეხბურთი განსხვავებულია, ძალიან ტაქტიკურია.

მე ორიენტირებული ვარ კრიშტიანუ რონალდუსგან სწავლაზ. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და თუ მე, დიბალა, 100%-ით მზად ვიქნებით, შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

კლუბის ამბიცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ტურინში ამისთვის მოვედი. ჩვენ ვცდილობთ ამ თასის მოგებას და მისი მოგება შექმნის განცდას, რომ ძალიან დიდ მიზანს მივაღწიეთ“, – თქვა დუგლას კოშტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …