ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუგლას კოშტა იმედოვნებს, რომ შეწყვეტილი სეზონი ერთ თვეში მაინც განახლდება.
ბრაზილიელის განცხადებით, სახლში რა აკეთოს უკვე აღარ იცის.
„იმედია, რომ ჩემპიონატი მალე განახლდება, კარგი იქნება ერთ თვეში. ყოველდღე ვვარჯიშობ, მაგრამ აღარ ვიცი სახლში რა უნდა გავაკეთო. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება. ბრაზილიაში ვარ, სახლში ოჯახთან, დიდ დროს ვატარებ საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – თქვა კოშტამ.