„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ალესანდრო დელ პიერო მისი ყველაზე დიდი სინანულია.
გალიანის განცხადებით, შეეძლოთ მისი ყიდვა, მაგრამ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყვნენ.
„დელ პიერო ორიდან ერთი ფეხბურთელია, რომლის ვერ შეძენას ყველაზე მეტად ვნანობ. სანამ „იუვენტუსში“ გადავიდოდა, „პადოვამ“ ის 5 მილიარდი ლირა დაგვიფასა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა იყო და დარწმუნებული არ ვიყავით, რომ ეს თანხა უნდა გადაგვეხადა“, – თქვა გალიანიმ Sky Sport-თან.