ტურინის „იუვენტუსი“ ეტაპობრივად, აჩქარების გარეშე უახლოეს თვეებში პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ორივე მხარე თანახმაა.
დიბალას ამჟამად „იუვესთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. განახლებული კონტრაქტით კი, მისი ხელფასი 10 მილიონი ევრო გახდება.
დიბალას გაყიდვა „იუვეს“ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ტრანსფერი იუარა და ტურინში დარჩა. მიმდინარე სეზონში კი კლუბს დაუმტკიცა, რომ შეცდომას უშვებდა. სამხრეთ ამერიკელმა 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.
მთლიანობაში პაულო „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 87 გოლი აქვს გატანილი.