მთავარი / სიახლეები / დერბი დ’იტალიის ყველა დროის გოლეადორები

დერბი დ’იტალიის ყველა დროის გოლეადორები

დღეს, დიდი იტალიური დერბი გაიმართება “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის. წარმოგიდგენთ ისტორიული დაპირისპირების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებს,

კრისტიან ვიერი 4 გოლი („ინტერი“) – ჩვენი ჩამონათვალი იწყება იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც დერბი დ’იტალიაში მინიმუმ 4 გოლი აქვთ გატანილი ოფიციალურ მატჩებში. ერთ-ერთი მათგანი კრისტიან ვიერია.

ალვარო მორატა 4 გოლი („იუვენტუსი“) – მორატასთვის „ინტერი“ „ლეგანესთან“ და „სოსიედადთან“ ერთად საყვარელი მეტოქეა, რადგან ყველაზე მეტი გოლი მათ კარში აქვს გატანილი. ესპანელმა „იუვეში“ გატარებულ ორ სეზონში „ნერაძური“ ოთხჯერ დაამწუხრა.

მიშელ პლატინი 4 გოლი („იუვენტუსი“) – კიდევ ერთი იუვენტინო, რომელიც 4 გოლით იწონებს თავს, ლეგენდარული მიშელ პლატინია.

რობერტო ბეტეგა 5 გოლი („იუვენტუსი“) – „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დერბი დ’იტალიაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

სანდრო მაცოლა 5 გოლი („ინტერი“) – დერბიში 5 გოლი აქვს გატანილი „ინტერის“ ლეგენდა სანდრო მაცოლასაც.

მაურო იკარდი 5 გოლი („ინტერი“) – არგენტინელმა, რომელმაც „ინტერი“ უკვე დატოვა, „იუვეს“ 13 მატჩში 5 გოლი გაუტანა.

ხულიო კრუზი 7 გოლი („ინტერი“) – კრუზს კარიერაში ყველაზე მეტი, 10 გოლი სწორედ „იუვეს“ კარში აქვს გატანილი, აქედან 7 „ინტერის“ მაისურით. ოთხი ჩემპიონატში, სამი იტალიის თასზე.

რობერტო ბაჯო 7 გოლი („იუვენტუსი“) – ვიერის მსგავსად რობერტო ბაჯოსაც ორივე გუნდის რიგებში უთამაშია. დერბიში 7 გოლი გაიტანა, შვიდივე „იუვენტუსის“ მაისურით.

ჯამპიერო ბონიპერტი 7 გოლი („იუვენტუსი“) – ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფიგურამ მილანური გრანდი კარიერაში 7-ჯერ დაამწუხრა.

ალესანდრო ალტობელი 8 გოლი („ინტერი“) – ალესანდრო ალტობელისაც ორივე გუნდში უთამაშია, მაგრამ გოლები მხოლოდ „ინტერის“ რიგებში გაჰქონდა.

ბენიტო ლორენცი 8 გოლი („ინტერი“) – ბენიტო ლორენცო „ინტერს“ ფეხბურთელებს შორის დერბი დ’იტალიის ყველა დროის ბომბარდირებში 8 გოლი მესამე ადგილზეა.

პიეტრო ანასტაზი 9 გოლი („იუვენტუსი“) – ანასტაზისაც ორივე გუნდის ღირსება დაუცავს. ამ დაპირისპირებებში მან 9 გოლი მიითვალა და ყველა შავ-თეთრი მაისურით.

ალესანდრო დელ პიერო 10 გოლი („იუვენტუსი“) – დელ პიეროს „ინტერი“ 10-ჯერ ჰყავს დამწუხრებული და „იუვენტუსის“ ისტორიაში ამ შედეგით მეორეა.

რობერტო ბონინსენია 12 გოლი (9 „ინტერში“, 3 „იუვენტუსში“) – რობერტო ბონინსენიას ორივე გუნდში აქვს ნათამაშები და გოლებიც ორივე გუნდის მაისურით გაიტანა. „ინტერის“ სახელით 9, „იუვეში“ – 3.

ომარ სივორი 12 გოლი („იუვენტუსი“) – სივორი 12 გოლით გამოირჩა „იუვეს“ რიგებში „ინტერის“ წინააღმდეგ. აქედან 6 ერთ მატჩში გაიტანა, 1961 წლის 10 ივნისს, როდესაც „იუვემ“ „ნერაძური“ 9:1 გაანადგურა.

ჯუზეპე მეაცა 12 გოლი („ინტერი“) – იგივე შედეგით გამოირჩ ლეგენდარული ჯუზეპე მეაცა, ოღონდ მან გოლები „ინტერის“ მაისურით გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …