მთავარი / სიახლეები / სერია A / დემირალმა სტადიონი ყავარჯნებით დატოვა

დემირალმა სტადიონი ყავარჯნებით დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მერიჰ დემირალმა „რომასთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. თურქმა ფეხბურთელმა მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა და ტურინელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, მაგრამ მე-19 წუთზე დაშავდა და მოედანი დატოვა.

დემირალი შესანიშნავ ფორმაში იყო, ახლა კი შესაძლოა საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვქონდეს. მერიჰმა „სტადიო ოლიმპიკო“ ყავარჯნებით დატოვა. მაურიციო სარიმაც პესიმისტური კომენტარი გააკეთა:

„ხვალ დილამდე მისი მდგომარეობა ცნობილი არ იქნება. მაგრამ თავდაპირველი განცდებით, ვფიქრობ, სერიოზული დაზიანებაა“, – თქვა სარიმ.

დემირალს სამედიცინო გამოკვლევა ორშაბათ დილით ჩაუტარდება და უფრო რეალური სურათი გახდება ცნობილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …