მთავარი / სიახლეები / დემირალმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

დემირალმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

ტურინის „იუვენტუსი“ ახალწვეულმა მერიჰ დემირალმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ მთავარ მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს 21 წლის თურქი დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ სამიზნედ მიაჩნია.

თუმცა, „იუვე“ ფეხბურთელის გასხვისებას მხოლოდ ორ შემთხვევაში დასჯერდება – ან ფეხბურთელზე სრულ უფლებებს შეინარჩუნებს სამომავლოდ, ან 40 მილიონ ევროდ შეელევა.

დემირალისთვის „ბებერ სიონარაში“ სათამაშო პრაქტიკის მიღება ამ ეტაპზე მეტად რთული უნდა აღმოჩნდეს, რადგან მასზე წინ მატის დე ლიხტი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი არიან. შესაბამისად, მაურიციო სარისთვის პრაქტიკულად მეხუთე არჩევანია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დემირალი ორი კვირის წინ „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *