მატია დე შილიოს ადგილი ტურინის „იუვენტუსში“ ყველა მწვრთნელის ხელში ურყევია. იტალიის ჩემპიონმა ჟოაუ კანსელუ გაასხვისა და ფსონი დე შილიოზე გააკეთა.
აქამდე, დე შილიოს პრივილეგია მასიმილიანო ალეგრის ეწერებოდა, რომლის დაჟინებული მოთხვნით მისი ტრანსფერი განხორციელდა. მაგრამ, ახლა მაურიციო სარისაც მოუწევს მასზე დაყრდნობა.
ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ტურინელთა ახალვწეულმა დანილომ, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაბევებული არ ექნება.
საინტერესოა, რომ დე შილიო ანტონიო კონტეს დროს იტალიის ნაკრებშიც ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. ეს მიანიშნებს, რომ მატია გულშემატკივრებისგან განსხვავებით მწვრთნელების ფავორიტი ყოველთვის იყო.