ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ცნობილია. სიაში არ არიან მატია დე შილიო და ემრე ჯანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფეხბურთელის გასხვისება იგეგმება.
დე შილიოს ლაივინ კურზავაში გაცვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ კურზავა არც პსჟ-მ გამოიძახა უახლოესი მატჩისთვის.
რაც შეეხება ემრე ჯანს, მას მაურიციო სარი არ სწყალობს და დიდი ალბათობით, კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.
დე შილიო „იუვეს“ 2017 წელს შეუერთდა და 57 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ემრე ჯანი ტურინში 2018 წლიდან იმყოფება და 45 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.