დღეს სერაი ა-ს 21-ე ტურის ბოლო მატჩი ნეაპოლში სტადიო სან-პაოლოზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი ნაპოლი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს.
წელიწადნახევრის შემდეგ მაურიციო სარი სან-პაოლოზე ბრუნდება, მაგრამ არა ჩელსის ხელმძღვანელის რანგში, არამედ ნაპოლის მოსისხლე მტრის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
რათქმაუნდა დაბრუნება მძიმე იქნება, მაგრამ პრესკონფერენციაზე მაურიციო სარის განცხადებით, გულშემატკივრების შეძახილები მხოლოდ სიყვარულის ნიშანი იქნება.
“თუ ისინი დამისტვენენ, ეს იქნება სიყვარულის ჟესტი.” – განაცხადა მაურიციო სარიმ პრესკონფერენციაზე.
ნაპოლის გულშემატკივრებმაც არ დააყოვნეს და სტადიო სან-პაოლოს მისადგომებთან ბანერი გამოფინეს წარწერით:
“სარი კუზიანი ნაბიჭვარი, თქვენ თქვით ბევრი რამ იუვეზე, მაგრამ შემდეგ შარვალი ჩაიხადეთ!!”
როგორც ჩანს მაურიციოს ნეაპოლში მძიმე ღამე ელის. მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.