მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი ტურინში მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა ჩავიდეს

დე ლიხტი ტურინში მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა ჩავიდეს

„იუვენტუსი“ მატის დე ლიხტის გაფორმებას ჩქარობს. იუწყება Sportmediaseti-ი. როგორც წყარო გვამცნობს, ტურინელებს ჰოლანდიელის იტალიაში გადაბარგება მიმდინარე კვირის ბოლომდე სურთ.

ამის უპირველესი მიზანი ისაა, რომ თავიდან იქნეს აცილებული დე ლიხტის ავსტრიაში გამგზავრება, სადაც „აიაქსი“ შეკრებას გაივლის. „იუვეს“ ხელმძღვანელობას ლოგიკურია, რომ ურჩევნია დე ლიხტმა მოსამზადებელი ეტაპი ტურინელბთან გაიაროს, ვიდრე ამსტერდამელებთან.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც დე ლიხტის ტრანსფერს პრაქტიკულად დასატურებს: 19 წლის ჰოლანდიელი მცველის შეყვარებულს მეგობრები სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემხაურნენ და დაწერეს, რომ მოენატრებათ. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ დე ლიხტი და მისი შეყვარებული სულ მალე ტურინში დაბინავდებიან.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *