მატეის დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
ჰოლანდიელს მედიის წინაშე ხვალ წარადგენენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. მანამდე კი, Ajax TV-სთან ისაუბრა.
„10 წელი ვითამაშე „აიაქსის“ აკადემიაში, სამი წელი პირველ გუნდში, მაგრამ ახლა ნაბიჯი წინ უნდა გადავდგა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იტალიელების დაცვის თამაშის კულტურით.ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებიც სმააგალითოები იყვნენ: მალდინი, ბარეზი, ნესტა, კანავარო, შირეა და ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. შეყვარებული ვიყავი იტალიელ მცველებზე.
ჩემთვის „აიაქსის“ დატოვება ემოციური იყო, აქ შესანიშნავი მომენტები გამოვიარე, მაგრამ გახლდათ სამწუხარო ეპიზოდებიც. ცხოვრებაში ყოველთვის დგება დამშვიდობების დრო და ყველა მომენატრება, მაგრამ არავინ იცის, რა მომავალი ექნება“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ მატეის დე ლიხტმა „იუვენტუსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.