ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ნიდერლანდელი თვლის, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა „ინტერსაც“ შეუძლია და ამიტომ, „იუვე“ არ უნდა მოდუნდეს.
„ლაციოსთან“ და „ინტერთან“ ბრძოლა ძალიან საინტერესოა. „ჯენოასთან“ სამი ლამაზი გოლი გავიტანეთ, რაც მთავარი მნიშვნელოვანი. დიბალას გოლი მშვენიერი, ტექნიკურად სრულყოფილი იყო, შემდეგ კრიშტიანუს და დუგლას კოშტას.
ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ და უფრო მშვიდი ვარ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია თამაშისთვის. იტალიაში მრავალი ტიპის თავდამსხმელი ვნახე: არის ლუკაკუ, რომელიც ძლიერი და სწრაფია, ან იმმობილე, რომელიც კართან ძალიან ძლიერია. თითოეულ გუნდს ჰყავს ძლიერი და განსხვავებული თავდამსხმელბი და მათთან თამაში გამოწვევაა. თავიდან ვსწავლობდი იმისთვის, რომ უკეთ მეთამაშა.
ამ მომენტში „ინტერი“ რამდენიმე ქულით უკანაა, მაგრამ დიდი გუნდია. 9 თამაში კიდევ დარჩა სეზონის დასრულებამდე და ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ეს იქნება ბრძოლა ჩვენს, „ლაციოსა“ და „ინტერს“ შორის, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ტურინული დერბი განსაკუთრებული თამაშია. ორივე გუნდს სურს მოიგოს ქალაქისთვის და თავიანთი გულშემატკივრებისთვის. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს საგოლე შანსები არ უნდა მივცეთ. პირველი წრის დერბიდან დიდებული მოგონება მაქვს, რადგან სწორედ იმ მატჩში გავიტანე პირველი გოლი იტალიაში. ამან გამომაღვიძა კიდეც, რადგან მაშინ მაკრიტიკებდნენ და გამარჯვების გოლით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ გოლით გახდი ის, რაც ახლა ვარ“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 4 ივლისს გაიმართება.