ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს.
4 – პაულო დიბალამ სერია A-ს ბოლო ოთხივე მატჩში გაიტანა და მისი საუკეთესო სერიაა 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული. ბოლო სამ საგარეო შეხვედრაში კი მინიმუმ ერთხელ მიიღო გოლში მონაწილეობა (გოლით ან საგოლე პასი). ამ სეზონში გატანილი 10 გოლიდან 7 მაშინ გაიტანა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
2 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონატის ბოლო ექვს მატჩში ზედიზედ გაიტანა მინიმუმ 2 გოლი, რაც 2019 წლის თებერვლიდან მოყოლებული „ბიანკონერისთვის“ საუკეთესო მაჩვენებელია.
14 – 2020 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 14 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი, ვიდრე სერია A-ში მოთამაშე სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა. გარდა ამისა, გასულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა წელს უკვე გაიტანა (28 ყველა ტურნირის ჩათვლით). „ჯენოასთან“ კი სერია A-ში მეორე გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან (პირველი 2018 წელს „ემპოლისთან“).
3 – დუგლას კოშტას სერია A-ში 6 გოლი აქვს გატანილი და აქედან 3 საჯარიმოს გარედან.