დღეს დილით ტურინის „იუვენტუსის“ ტრავმირებულ ფეხბურთელებს დანილოსა და მატია დე შილიოს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბრაზილიელის ტესტირებამ აჩვენა, რომ ბარძაყის მცირე დაზიანება აღენიშნება. და გარკვეული პერიოდით იუქმებს.
დე შილიოს კი, დიაგნოსტიკური ტესტები ჩაუტარდა, რომელმაც არ აჩვნეს სრული აღდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატია ლაზარეთში დარჩება.
„იუვენტუსის“ ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელი მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნება. რაც იმას ნიშნავს, რომ „სპალთან“, „ლევერკუზენთან“ და „ინტერთან“ ვერ ითამაშებენ.
ეს მაურიციო სარისთვის საკმაოდ ცუდი ცნობაა, რადგან ტურინელებს ფლანგზე ერთადერთი ჯანმრთელი მცველი, ალექს სანდრო დარჩათ. სწორედ ამიტომ, მომავალ თამაშებში ხუან კუადრადოს დაცვაში გარჯა მოუწევს.