ტურინის „იუვენტუსმა“ დანიელე რუგანი „კალიარიში“ გაანათხოვრა. ფეხბურთელის კონტრაქტი Lega Serie A-მ ოფიციალურად დაარეგისტრირა. რუგანი სარდინიაზე სეზონის ბოლომდე დარჩება.
დანიელე „იუვემ“ მიმდინარე სეზონის წინ ფრანგულ „რენში“ გაანათხოვრა, მაგრამ იქ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გასულა. ამიტომაც, ფრანგული გუნდი 6 თვით ადრე დატოვა.
აღსანიშნავია, რომ რუგანის დამატებას აქტიურად „ტორინო“ და „ბოლონია“ ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ „კალიარიმ“ ყველას აჯობა. დანიელე რუგანიმ „იუვენტუსის“ რიგებში 2015-2020 წლებში 101 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
Ufficiale | @DanieleRugani in prestito al @CagliariCalcio ➡️ https://t.co/1GxkZANhGU pic.twitter.com/L2T4qK2hBz
— JuventusFC (@juventusfc) February 1, 2021