დანიელე რუგანი 5 წლის შემდეგ „იუვენტუსს“ ტოვებს. ყველაფერი გადაწყეტილია, იტალიელი მცველი შაბათს საფრანგეთში ჩავა და „რენში“ სამედიცინო შემოქმებას გაივლის, შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.
რუგანი „რენში“ 1-წლიანი იჯარით გადავა, რომლის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა. ფრანგებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ დანიელეს „ვალენსია“ და „ნიუკასლი“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ „რენი“ არჩია, რადგან ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ რუგანი 2015 წელს დაიმატა და მას შემდეგ მან 101 მატჩში 7 გოლი გაიტანა. იტალიელმა მცველამ ამ 5 წელიწადში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.